"დევნილი" გრაფიკა, ლინოგრავიურა. 30X40
ეკატერინე ქარჩავა 1987 წელს ქალაქ სოხუმში დაიბადა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სახვითი ხელოვნება, კერძოდ გრაფიკა, არის წიგნის ილუსტრატორ-დიზაინერი.
ჩართულია მრავალ კონკურსსა თუ გამოფენაში, კონფერენციებში თუ პროექტებში როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ჰქონდა გამოფენები: ლონდონში, სკობიეში, ჟენევაში, ლეიდენში, ამსტერდამში, ჰააგაში, ბრიუსელში, ლიტვაში, ვილნიუსში, თურქეთში, ინდოეთში, იაპონიაში, მექსიკაში, გერმანიაში. მისი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში.

"ქოლგები" გრაფიკა, ლინოგრავიურა. 30X20

"ქალი წარსულიდან" გრაფიკა, ოფიტი. 27X33
