ხუტა კვარაცხელია 1954 წელს ოჩამჩირის რაიონ სოფელ ახალ კინდღში დაიბადა.
იგი სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში, ნიკოლოზ თაბუკაშვილის ხელმძღვანელობით სწავლობდა.
მხატვარი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სახის გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ხუტა კვარაცხელიას მიღებული აქვს : ნიკოლოზ თაბუკაშვილის II ხარისხის პრემია(2019 წელს ). ,,წლის საუკეთესო ნამუშევრის”. პრემია(2017 წელს), გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემია(2020 წელს ) და სხვადასხვა სიგელები თუ დიპლომები.


